22 დეკემბერი 2024,   09:25
ვრცლად
მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებს ჩხოროწყუში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტების ინფორმაციით, მათ წევრებს ოთო შენგელიას, ირაკლი ნაჭყებიასა და ნუკრი ცქვიტიშვილს ჩხოროწყუში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც შენგელია ამბობს, ის მანქანაში იჯდა, როდესაც მას და მის თანმხლებ პირებს ჩხოროწყუში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"დღეს ჩვენ ვამხილეთ იზორიების კლანი, რომლებიც ჩხოროწყუში ყველაფრის ბატონ-პატრონები არიან. მხილება მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც აღმოჩნდა. ეს ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც ზუგდიდიდან ჩხოროწყუში ვბრუნდებით, ერთ-ერთ მაღაზიასთან გავჩერდით.

მანქანში ვიმყოფებოდით, როდესაც ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ, როგორც შემდეგ გაირკვა საკრებულოს მრჩეველის ძმამ ნუკრი გოგუამ, მანქანის კარი გამოაღო და სახეში ფეხი ჩამარტყა. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა ჩემზე. ეს ადამიანი არის რიგითი შემსრულებელი. მისი დასჯა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, უნდა დაისაჯოს ის კრიმინალური კლანი, რომელიც იზორიებმა ჩამოაყალიბეს," - ამბობს ოთარ შენგელია.

ჩხოროწყუს პოლიციასთან "შეცვალეს" წევრებმა საპროტესტო წარწერები დატოვეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები