07 სექტემბერი 2026,   12:54
ვრცლად
დღეს "დიდი სცენის" დღეა - მეგაშოუს მეხუთე ლაივკონცერტი როკტურს დაეთმობა

დღეს "დიდი სცენის" დღეა. "რუსთავი2-ის" პირდაპირ ეთერში  მაყურებელი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან, 22:00 საათზე, "კურიერის" დასრულებისთნავე მეგაშოუს მეხუთე ლაივკონცერტს ნახავს. 7 კონკურსანტიდან ერთი, დღეს პროექტს დატოვებს.
კონცერტისტისთვის უკვე ემზადებიან კონკურსის მონაწილეები, ჟიური და წამყვანები.

"დიდი სცენის" მეხუთე ლაივკონცერტი როკტურს დაეთმობა. მონაწილეები ცნობილ სიმღერებს, საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულებენ. 

"დღეს გვაქვს არანორმალური, როკტური. როკტური არ ნიშნავს იმას, რომ მაყურებელი მოისმენს ისეთ სიმღერებს რომელსაც უსმენს 2%. ისეთი როკ-სიმღერები იქნება, რომელიც არის ძალიან პოპულარული და უყვარს ჩვენს მაყურებელს. ყველაზე საინტერესო ჩვენი კონკურსანტები, საოცრად განსხვავებულ ამპლუაში წარსდგებიან მაყურებლის წინაშე,"-ამბობს "დიდი სცენის" რეჟისორი, ნიკა ლომიძე.

"ვფიქრობ რომ იქნება ძალიან მაგარი და დასამახსოვრებელი ტური, რადგან ყველა იქნება განსხვავებული თვიანთი ინდივიდუალობისგან. ყველა იქნებ ა სხვანაირი, სხვანაირი სიმღერით და რათქმაუნდა როკ-ჟანრით, ამიტომ იქნება მაგარი,"-გვითხრა "დიდი სცენის" ერთე-ერთი წამყვანმა, მაკო კვიტაიშვილმა.

"კონკურსანტები იქსეთ სიმღერებს შეასრულებენ, რომ არ მახსენდება, რომელიმე მეგაშოუს სცენაზე შესრულებულიყო, ამიტომ მართლა ძალიან მაგარი შოუ გველოდება წინ და იმასაც ვეტყვი მაყურებელს, საკუთარ ფავორიტს კონკურსანტს, აუცილებლად დაურეკონ,"-ამბობს "დიდი სცენის" ერთ-ერთი წამყვანი, სანდრო სანაია.

დღევანდელი ლაივკონცერტი, წინა ტურზე გამოვლენილი აუტსაიდერების დუეტით გაიხსნება და მაყურებელი გადაწყვეტს, ორი კონკურსანტიდან, რომელი დატოვებს პროექტს.

 

დღის ამბები