07 სექტემბერი 2026,   12:53
ვრცლად
ჩინეთი სტაბილურობის შენარჩუნებას საზოგადოებრივი ინტერესის ჩახშობით ცდილობს - Amnesty International ჩინელი ექიმის გარდაცვალებაზე

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ჩინელი ექიმის გარდაცვალებას ეხმიანება.

ორგანიზაცია ჩინეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს და წერს, რომ "ის ტრაგიკული მაგალითია იმისა, თუ როგორც ცდილობს ჩინეთი სტაბილურობის შენარჩუნებას საზოგადოებრივი ინტერესის ჩახშობის გზით, ეს უნდა იყოს გაკვეთილი ჩინეთისთვის. არავინ უნდა გახდეს დაშინებისა და სანქციების სამიზნე,"- წერია განცხადებაში.

ჩინელი ექიმი ლი ვენლიანი პირველი იყო, ვინც ჯერ კიდევ დეკემბერში კორონავირუსის შესახებ საზოგადოება გააფრთხილა, რის გამოც მას სამართლდამცავებმა და ჩინეთის ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა. ექიმი კორონავირუსით გუშინ გარდაიცვალა.

დღის ამბები