09 მაისი 2024,   21:27
ვრცლად
ყველა ნივთი ჩალაგებული მაქვს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი წინასწარ ვიცოდი - გიგი უგულავა

გიგი უგულავას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ელოდა და  მზად არის პენიტენციურ დაწესებულებაში თავად მივიდეს.

ამასთან, გიგი უგულავა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას ციხიდან გააგრძელებს.

"მინდა შესაბამის სამსახურებს ვუთხრა, თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე გაველურდეთ და ახლა რომ გავალთ აქვე დამახვედროთ თქვენი ოპრიჩნიკები, ეს თქვენი უფლებაა.

მე ვაპირებ ახლა დავემშვიდობო ჩემს კოლეგებს, მივიდე ბარნოვის 40-ში "ევროპული საქართველოს" ოფისში, დავემშვიდობო იქ ხალხს.

მანქანა ჩალაგებული მაქვს, ყველა ნივთი ჩალაგებულია, მე, ბუნებრივია, ეს ყველაფერი წინასწარ ვიცოდი და შესაბამისად მე თვითონ მივალ მათ მიერ მითითებულ ციხეში, სახელმწიფო ბიუჯეტს გაუფრთხილდნენ, ისედაც სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას მაბრალებენ.

მაცნობეთ შესაბამისი უწყებიდან, როგორ უნდა აღვასრულო თქვენი აბსოლუტურად უსამართლო და უკანონო, რეგვენული და ბრიყვული გადაწყვეტილება.

მე არ ვაღიარებ არაფერს, არც ბრალს ვიღებ, მაგრამ ვიღებ სასჯელს. იმიტომ ვიღებ სასჯელს, რომ ივანიშვილის საქართველოში ციხე არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანმა იპოვო თავისუფლება და მე ამ თავისუფლებას აუცილებლად ვიპოვი," - განაცხადა გიგი უგულავამ.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა  და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

დღის ამბები