არასამთავრობო ორგანიზაცია ”საფარის” აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას განცხადებით, ისინი სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ თითოეულ დაზარალებულს, რომლებზეც გუშინ ღამით იძალადეს. ასევე იმ პირებს, რომლებიც აქციებზე ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.
მისი თქმით, ადამიანებზე ძალადობას ქართველი არასდროს მოიწონებს, "ასე იქცევა რუსული რეჟიმი".
"ადამიანზე მიპარვით, ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასდროს მოიწონებს - ასე იქცევა რუსული რეჟიმი. ჩვენ, სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას, წინა კვირებში გამართულ აქციებსა თუ ახლა, აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეების გამოვლენას", - განაცხადა ბაია პატარაიამ.