18 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
"რუსებმა დაგვჩაგრეს, ეს რა ცხოვრებაა, ხშირია გატაცებები" - კირბალიდან გატაცებული მოზარდი ისევ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია

ამ დრომდე არაფერია ცნობილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მოზარდის მდგომარეობის შესახებ. არასრულწლოვანი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი.

როგორც შესაბამის უწყებებში აცხადებენ, მის გასათავისუფლებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ადგილობრივების თქმით, მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ხელისუფლებამ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

"ბავშვები ფიჩხის შესაგროვებლად იყვნენო წასულები. სულ ყველა გამოქცეულა, ის ერთი დაუჭერიათ, რომელიც ყველაზე საწყალი და საცოდავი შვილია. 5 შვილი ჰყავს მის ოჯახს. სიმართლე გითხრათ, მთავრობის დახმარებით ცხოვრობენ, არაფერი არ აქვთ სხვა საშუალება. რუსებმა დაგვჩაგრეს, ეს რა ცხოვრებაა. ძალიან ხშირია გატაცებები. ჩვენ ტერიტორიაზევე გვიჭერენ," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

17 წლის ბიჭი გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში შეშის შეგროვებისას დააკავეს. არასრულწლოვნის უკანონო დაკავება საოკუპაციო ზოლთან ახლოს მოხდა, მასთან ერთად მყოფმა რამდენიმე პირმა გაქცევა მოასწრო, მოზარდი კი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.

დღის ამბები