18 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
ოპოზიცია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს

ქვეყანაში კორონავირუსის პირველ დადასტურებულ შემთხვევას პოლიტიკურიო პარტიები ეხმაურებიან. განცხადებები გაკეთდა "ევროპულ საქართველოსა" და "ლეიბორისტულ" პარტიაში. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ხელისუფლებას უფრო მეტი პრევენციული ზომა უნდა განეხორციელებინა.

"ხელისუფლებამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გაწირა ხალხი. ჩვენი არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, მან არ დაკეტა საზღვარი ირანთან, შედეგად კორონავირუსი უკვე საქართველოშია. დაურიგეთ ხალხს პირბადეები, შეწყვიტეთ სწავლა საბავშვო ბაღებში, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.

"მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, საზოგადოებაში არის ბევრი კითხვა, შეშფოთებაც ალბათ. არ მინდა ვთქვა, რომ არის პანიკა, რადგან ამ ვითარებაში ყველაზე ცუდი გადამეტებული რეაქციებია, რისი საფუძველიც არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები მზად უნდა იყვენენ, რისთვისაც საჭიროა აქტიური მოქმედება," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგი წერეთელი.

საქართველოში კორონავირუსი 26 თებერვალს დაფიქსირდა. საქართველოს 50 წლის მოქალაქე, ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები