07 სექტემბერი 2026,   14:14
ვრცლად
ახალციხის მუნიციპალიტეტში მოტორბოლის ჩემპიონატი გაიმართა

ახალციხის მუნიციპალიტეტში მოტორბოლის ჩემპიონატი გაიმართა. მოეწყო შეჯიბრი ბავშვთა დისციპლინაში. ტურნირში სხვადასხვა რეგიონიდან 52 სპორტსმენი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილზე გასულებს მედლები, თასები, სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

შეჯიბრის ორგანიზატორი ახალციხის მოტოკლუბი იყო, ჩემპიონატი სპორტის სამინისტროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.

დღის ამბები