19 აპრილი 2024,   08:33
ვრცლად
თურქეთმა, შესაძლოა, საქართველოსთან საზღვარი 2 კვირით ჩაკეტოს - რა ვითარებაა გამშვებ პუნქტებზე

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ის ადამიანები, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, ირანსა და იტალიაში, საქართველოს საზღვარს ვეღარ გადმოკვეთენ. 6 მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ირანიდან შემოდიოდა, სარფის საბაჟო პუნქტზე არ შემოუშვეს. 

მოქალაქეები, ვინც დღეს სარფის გამშვები პუნქტი გადმოკვეთა, "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ შესაძლოა, პირველი მარტიდან თურქეთმა საქართველოსთან საზღვარი 2 კვირით ჩაკეტოს. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებმა ​აზერბაიჯანის მხარეს 3 ადამიანი მიაბრუნეს. აზერბაიჯანის მოქალაქეს, შუახნის მამაკაცს, ტემპერატურა აღენიშნებოდა, ამიტომ შემოსვლის უფლება არ მისცეს. უკრაინელ დედა-შვილს, ტემპერატურა არ ჰქონდათ, თუმცა, რადგან ერთი მათგანი იქამდე ირანში იმყოფებოდა, მესაზღვრეებმა ბოქსირებულ განყოფილებაში გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

დღის ამბები