25 აპრილი 2024,   05:50
ვრცლად
ინფექციურში მაღალი ტემპერატურით მესაზღვრე შეიყვანეს, რომელიც სავარაუდოდ აეროპორტის თანამშრომელია

ინფექციურ საავადმყოფოში მესაზღვრე იმყოფება, სამართალდამცველი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შევიდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტს ტემპერატურა და სხვა სიმპტომები აღენიშნება და ის ამ დროისთვის კვლევებისთვის ემზადება. მესაზღვრე, სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომელია:

"ტემპერატურა და რესპირაციული მოვლენები, ხველა და ყელის ტკივილი აღენიშნება.  პაციენტი ემზადება კვლევებისათვის.  თუ არ ვცდები, აეროპორტიდან არის," - განაცხადა ეზუგბაიამ.

დღის ამბები