10 სექტემბერი 2026,   12:52
ვრცლად
წყალტუბოში სანატორიუმის კედელი ჩამოინგრა, ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

წყალტუბოში სანატორიუმის კედელი ჩამოინგრა. სანატორიუმ  "საქართველოში" სამზარეულოს ორი სართულის კედელი ჩამოინგრა, ნანგრევები კი, იქვე მდგომ ავტომობილს დაეცა, რომელიც მთლიანად დაზიანდა. დევნილების თქმით, შემთხვევა დილის სამ საათზე მოხდა.

მათი თქმით, ხმაურზე გამოვიდნენ, მიწისძვრა ეგონათ და ნახეს, რომ შენობის ნაწილი ჩამონგრეული იყო.

როგორც ადგილობრივები ამბობენ გაუმართლათ, რომ შემთხვევა ღამით მოხდა და ამის გამო არავინ დაშავებულა. დევნილების განცხადებით, ადგილზე ხშირად თამაშობენ ბავშვები.

ისინი დახმარებას და შენობიდან გაყვანას ითხოვენ.

"ხმაურმა გაგვაღვიძა, მიწისძვრა გვეგონა, გამოვედით და ვნახეთ, რომ სამზარეულოს კედელი ჩამოინგრა. დაზიანდა ავტომობილი, რომლის მძღოლიც იმ წუთის გადმოსული იყო, ასე გადარჩა. კიდევ კარგი დღე არ მოხდა და არავინ დაშავებულა. აქ ხშირად თამაშობენ ბავშვები, ვიდრე დავშავდებით, მოვითხოვთ გაგვიყვანონ" - აცხადებენ ადგილობრივები.

დღის ამბები