18 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს ხელისუფლება ხალხმრავალ ღონისძიებებს აუქმებს

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს ხელისუფლება ხალხმრავალ ღონისძიებებს აუქმებს.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი დავალებები და რეკომენდაციები გასცა. საბჭო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრულ ქვეყნებში.

საქართველოს მასშტაბით ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსა და აეროპორტებში დამონტაჟდება საველე კარვები, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს.

დღის ამბები