07 სექტემბერი 2026,   13:55
ვრცლად
პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზნით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს - კახა კალაძე

გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო, თავისი ქმედებებით და განცხადებებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, ღარიბაშვილის განცხადებები უსაფუძვლოა და პოლიტიკურ სპეკულაციებს ემსახურება.

"პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ. ირაკლი კობახიძე ღირსეული პრემიერ-მინისტრია. ის თავისი შემართებით, პატიოსნებით პროფესიონალიზმით უძღება თავის საქმეს. სამწუხაროდ, გუნდის ყოფილი ლიდერი განცხადებებს აკეთებს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. 2012 წლიდან ერთად ბევრი სირთულე გამოვიარეთ. მასზე ადამიანურად გული მწყდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები