10 სექტემბერი 2026,   12:55
ვრცლად
რეგიონებში პაციენტებს კორონავირუსზე აკვირდებიან - გორის სამხედრო ჰოსპიტალში 16, ქუთაისის ინფექციურში 5 მოქალაქეა მოთავსებული

რეგიონებში პაციენტებს კორონავირუსზე აკვირდებიან.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ დროისთვის 16 პირია მოთავსებული. მათ შორის 3 სამხედრო მოსამსახურე და ირანის 4 მოქალაქე.

სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, არცერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა. 4 ნიმუში გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხს დღის მანძილზე ელოდებიან.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კი, ამ დროისთვის ხუთი ადამიანია.

მათ შორის ერთი აეროპორტის თანამშრომელი და ერთი მესაზღვრე, მას შეხება ჰქონდა პირთან, ვისაც პირველი კორონავირუსის შემთხვევა დაუდასტურდა.

ქუთაისში მყოფი მოქალაქეებიდან ერთის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, ოთხი პაციენტის ანალიზებიდ პასუხს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან. პაციენტები სიმპტომების მიხედვით ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ განყოფილებებში არიან განთავსებული.

დღის ამბები