07 სექტემბერი 2026,   05:45
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან ჩამოსული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან ჩამოსული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. ის იტალიიდან 25 თებერვალს ჩამოვიდა, თუმცა  ტემპერატურა გუშინ მოემატა და კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ნესტან ჭეიშვილის თქმით, მისი ანალიზები ლუგარის ლაბირატორიაშია გადაგზავნილი და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის, კლინიკაში ვირუსის სიმპტომით ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან  ოთხს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.

დღის ამბები