07 სექტემბერი 2026,   04:54
ვრცლად
იტალიურ ჯგუფთან დაკავშირებით კიდევ 50 კონტაქტის შესწავლა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით 30 იანვრიდან მოყოლებული 319 შესაძლო შემთხვევა იყო, რომელიც ექვემდებარებოდა ლაბორატორიულ კვლევას, აქედან კი დადასტურებულია 12.

"გუშინ იყო 39 გამოკვლეული და 3 იყო დადებითი. უმრავლესობა დაკავშირებულია იტალიასთან პირდაპირი ან ირიბი კონტაქტით, 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას. ამ იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით 76 კონტაქტია შესწავლილი და 50-ის შესწავლა მიმდინარეობს. 11 პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში,მე-12 სხვა პროფილის ინფექციურში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. NCDC-ის ხელმძღვანელმა საზოგადოებას მეტი სიფრთხილის და მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ადამიანებმა არავითარ შემთხვევაში სიმპტომები არ უნდა დამალონ.

ამირან გამყრელიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა თემაზე უნდა დაისაჯონ თუ არა ის პირები, რომლებმაც სიმპტომების გამოჩენის მიუხედავად სამედიცინო დაწესებულებას არ მიმართეს და ამით კორონავირუსის გავრცელებას შეუწყეს ხელი:

"მოგიწოდებთ ყველას სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდისკენ, დასჯადია -არადასჯადია, ამის შესახებ არ ვიძლევი კომენტარს,"- აღნიშნა გამყრელიძემ.

დღის ამბები