18 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ყველა შემთხვევა დაკავშირებულია შემოტანილ ფაქტთან, ჯერ არ გვაქვს ე.წ მესამეული გადაცემა - გამყრელიძე კორონავირუსზე

ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე  ხაზი გაუსვა იმას, რომ კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა დაკავშირებულია საზღვარგარეთიდან შემოტანილ ფაქტთან და ქვეყანაში არ მომხდარა ე,წ მესამეული გადაცემა:

"ყველა შემთხვევა არის დაკავშირებული შემოტანილ ფაქტთან, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ე.წ მესამეული გადაცემა,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ,

ის რომ მესამეული გადაცემა არ დაფიქსირებულა, ნიშნავს იმას, რომ ჯერჯერობით არ მომხდარა გარედან შემოსული დაინფიცირებული პირის მიერ დაინფიცირებული მეორე პირიდან მესამე პირზე ვირუსის გადაცემა. როგორც ცნობილია მეორეული ინფექცია აქვს თავად ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს ვირუსი იტალიიდან ჩამოსული თანამშრომლისგან გადაედო.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული.

დღის ამბები