კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, საქართველოს ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ კოლეჯებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში მდებარე 1500-ზე მეტ საჯარო სკოლაში. სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.
სასწავლო დაწესებულებები პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს.