საეჭვო სიმპტომებით ერთი პირია მოთავსებული ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში.
ის, იტალიიდან უკრაინის გავლით დაბრუნდა საქართველოში და გუშინ ბათუმის პორტიდან გამგზავრებას გეგმავდა. მოქალაქე ინფექციურში ნავსადგურიდან მიიყვანეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტია, რომლებიც საკარანტინო პირობებში იმყოფებიან.
მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმების დაკვირვებას საჭიროებენ, რის გამოც დღეს, თბილისში გადაიყვანენ.
"ბათუმში გვყავს ერთი შესაძლო შემთხვევა, რომელიც ბათუმის პორტიდან იქნა გადმოყვანილი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. ეს ადამიანი 25-ში გამოემგზავრა იტალიიდან უკრაინის გავლით და ბათუმში შემოვიდა გუშინ. დღეისთვის ველოდები მისი ლაბორატორიული კვლევის პასუხებს," - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.