დღეს უნდა გახდეს ცნობილი არის, თუ არა კორონავირუსი რომიდან თბილისში ჩამოფრენილი რამდენიმე პირის მაღალი ტემპერატურის მიზეზი. ამ სიმპტომით დაახლოებით 7 ადამიანი გუშინ სამედიცინო დაწესებულებაში პირდაპირ აეროპორტიდან გადაიყვანეს.
ორი სპეც-რეისი იტალიიდან ღამით შესრულდა. ჩაკეტილი იტალიიდან სულ საქართველოს 200 მოქალაქე ჩამოვიდა. მათ თბილისის საერთშორისო აეროპორტში სპეც-ტანსაცმელში გამოწყობილი ჯგუფები დახვდნენ. მგზავრებმა ქვეყანაში შემოსვლისთანავე, ყველა საჭირო და აუცილებელი პროცედურა გაიარეს. რის შემდეგაც ისინი, ვისაც სიცხე არ დაუფიქსირდა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით პირდაპირ საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. სპეციალური ეკიპირებით იყვნენ ორივე ბორტის ეკიპაჟის წევრებიც.