19 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქე წყალტუბოში, სასტუმროშია მოთავსებული

წყალტუბოში, სასტუმროში იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქეა მოთავსებული. ისინი სასტუმროში წუხელ შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, მოქალაქეებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ და თავს კარგად გრძნობენ. მისივე ინფორმაციით, მათი იზოლაცია უსაფრთხოების ზომების გამო ხდება, მათ პერიოდული შემოწმება უტარდებათ და ხდება მათი ინფორმირებულობა.

სასტუმროში მოთავსებულ პირებზე დაკვირვებას სამედიცონო პერსონალი მოახდენს.

დღის ამბები