06 სექტემბერი 2026,   19:32
ვრცლად
საჩხერეში, ბოქსირებულ პალატაში კორონავირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტია მოთავსებული

საჩხერეში სამედიცონო ცენტრში  ბოქსირებულ პალატაში კორონავირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტია მოთავსებული. მათგან ორი კლინიკაში გუშინ შევიდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო ცენტრმა კლინიკაში საჩხერიდან  შეიყვანა.

სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე განცხადებით, არ ფლობს ინფორმაციას პაციენტის სამსახურებრივი მდგომარეობის შესახებ და არც ის იცის, პაციენტები არიან თუ არა ერთი ოჯახის წევრები. 

ერთი პაციენტი კლინიკაში რამდენიმე  დღის წინ შეიყვანეს. ამასთან, საჩხერის სასტუმროში კარანტინში, იმყოფება 39 ადამიანი.

დღის ამბები