18 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
რესპუბლიკურიდან ინფექციურში გადაყვანილ 7 პირს თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და ტემპერატურა აღენიშნება

საქართველოს 7 მოქალაქე, რომელიც გუშინ იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოყვანილ მგზავრებს შორის იყვნენ, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ექიმების განცხადებით, მათ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და ტემპერატურა აღენიშნებათ, შესაბამისად საჭიროა დამატებითი კვლევები.

შვიდივე პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში დღესვე გადაიგზავნება.

დღის ამბები