იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ისანში სასტუმროში განთავსებულ საკარანტინო ზონაში იმყოფებიან. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებათ.
"39 პაციენტი იმყოფება ახლა ჩვენთან. ყველა არის სტაბილურად, ანუ, კარგ მდგომარეობაში არიან, არავის არ აღენიშნება სიცხე, არც ხველება, ანუ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომი. უტარდებათ შემოწმება დღეში რამდენჯერმე, იმყოფებიან 24 საათის განმავლობაში აქ, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს საკარანტინო პერიოდად, იმდენი ხანი დაყოფენ იზოლირებულ ოთახებში," - აცხადებს საკარანტინო ზონის წარმომადგენელი.