საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ადამიანია მოთავსებული.
ისინი კლინიკაში ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს. სამედიცინო ცენტრის დირექტორის თქმით, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება სასტუმროს, იზოლაციაში ორმოცამდე მოქალაქე იმყოფება. ისინი კარანტინში ორი კვირით დარჩებიან.
"სამი პიროვნება იმყოფება ჩვენთან, ინფექციურ განყოფილებაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, თავს კარგად გრძნობენ, მიმდინარეობს მკურნალობა და ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან ჩვენთან.
სასტუმროში, კარანტინში იმყოფება 39 მოქალაქე. ისინიც ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან ჩვენთან," - აცხადებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.