იტალიიდან მთავრობის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი მოქალაქეები სხვადასხვა საკარანტინო ზონებში არიან განთავსებულები.
მათი იზოლირების მართვის პროცესს იმერეთის გუბერნატორი კურირებს. მან მოქალაქეები პირადად მოინახულა.
ორი სპეცრეისი იტალიიდან 10 მარტს შესრულდა. ჩაკეტილი ქვეყნიდან სულ საქართველოს 160-მდე მოქალაქე ჩამოვიდა.
"პირად კონტროლზე მყავს აყვანილი საკარანტინო ზონა. 24 საათის განმავლობაში მორიგეობს ეპიდემიოლოგთა ჯგუფი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის აქ ორი კვირის განმავლობაში ყოფნა იყოს კომფორტული," - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.