კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარაში ბაზრობები დროებით იხურება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 აპრილამდე ე.წ ხოფის ბაზრობის ყველა მოიჯარე გადასახადისგან თავისუფალია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო და სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, სამინისტრო პროდუქტის მარაგსა და ფასების მონიტორინგს ახორციელებს.