07 სექტემბერი 2026,   04:21
ვრცლად
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში 10 ადამიანი გადაიყვანა

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში იძულების წესით 10 ადამიანი გადაიყვანა.

21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.

დღის ამბები