07 სექტემბერი 2026,   08:55
ვრცლად
ქუთაისის ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში COVID 19-ზე 3 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან

 

ქუთაისის ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის ექიმის, ლელა ჭეიშვილის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსული ინფექციის 2 საეჭვო შემთხვევა არ დადასტურდა. მისივე ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიიდან 3 ახალი საეჭვო პაციენტების კვლევის პასუხს ელოდებიან. 

"გაგზავნილი 2 საეჭვო ნიმუშიდან, კორონავირუსზე ორივე უარყოფითია. მაგრამ გვაქვს 3 ახალი საეჭვო შემთხვევა, რომლის ნიმუშებიც გაგზავნილია. ამ პაციენტებს აქვთ გარკვეული ისტორიები, საზღვარგარეთიდან ჩამოსულ პირებთან კონტაქტის, მათ შორის ერთი მათგანი არის მაღალი ცხელებით, ყლაპვის გაძნელებით, ცოტა მძიმე კლინიკით. თუმცა, პნევმონია არ დასტურდება,"- განაცხადა ქუთაისის ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის ექიმმა ლელა ჭეიშვილმა.

დღის ამბები