საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვის მიუხედავად, საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა ისეთი, რომლებმაც თბილისის დატოვება გადაწყვიტეს და ამის სურვილი გამოთქვეს.
"კურიერი" თბილისის რამდენიმე სადგურში იმყოფებოდა, სადაც რეგიონებში წასვლის მსურველი საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა. მათი ნაწილის განცხადებით, შეზღუდვის დაწესების შესახებ საერთოდ არ იცოდნენ. მეორე ნაწილის თქმით კი, იმის მიუხედავად, რომ აკრძალვის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ, თბილისიდან გამგზავრების იმედით სადგურში მაინც მივიდნენ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც. საპატრულო ეკიპაჟის წევრები მოქალაქეებს გარკვეული დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
"იმერეთში მივდივარ. რითი ვაპირებ წასვლას არ ვიცი. მშობლებს ვესაუბრე და სავარაუდოდ ჩამომაკითხავენ," - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.