26 აპრილი 2024,   23:13
ვრცლად
COVID-19-ით დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან, 1 საფრანგეთს და 2 ამერიკაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება - მარინა ეზუგბაია

ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობას 3 ახალი შემთხვევა დაემატა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათგან 1 შემთხვევა საფრანგეთის მგზავრობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო დანარჩენი 2 შემთხვევა ამერიკის მოგზაურობის ისტორიას ეხება. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ჯერჯერობით, ქვეყანაში ყველა შემთხვევა ამ ეტაპზე უცხო ქვეყენაში მოგზაურობას უკავშირდება. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტთაგან ერთ-ერთი ქალის მდგომარეობა მისი ასაკიდან გამომდინარე უკიდურესად მძიმეა. პაციენტს COVID-19-ის პარალელურად თან ახლავს ნევროლოგიური და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები.

მისივე განცხადებით, დღეს დილიდან ვირუსზე ტესტირება 10 პაციენტს ჩაუტარდა, მათი პასუხები, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

"ამ ეტაპისთვის ქვეყანაში არის 73 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 42 არის ჩვენს ცენტრში, დანარჩენი 31 კი COVID-19 ის მიმღებ სხვადასხვა ხუთ საავადმყოფოში.

3 ახალი შემთხვევა დღის მეორე ნახევრიდან არის შემომატებული, დღის პირველ ნახევარში კიდევ იყო ახალი შემთხვევები, რომელიც ჩვენ საღამოს მოგახსენეთ.

გუშინ საღამოს შემდეგ დამატებული 3 ახალი შემთხვევიდან 2 ჩვენი ცენტრის შემთხვევა, 1 შემთხვევა სხვა დაწესებულებაში არის.

გუშინ ჩვენს ცენტრში, როგორც ყოველთვის, 2 ეტაპად ჩატარდა ტესტირება 21 პაციენტზე და ჯამურად 3-თან მივიღეთ დადებითი პასუხი, დანარჩენი ყველა ტესტი იყო უარყოფითი. დღეს დილას უკვე 10 პაციენტზე ხდება ვირუსზე ტესტირების აღება.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის ასაკოვან ქალბატონთან, რომელზედაც მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ არის რისკის შემცველი თავისი ასაკის გამო, თან არსებული დაავადების გამო, ნევროლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო. შემიძლია გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, მათთან უკვე სეფსისის დიაგნოზი დასტურდება და შესაბამისად წარმოებს მისი მკურნალობა, შედეგისა და პროგნოზის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.

ახალი პაციენტებიდან, ერთი არის საფრანგეთის ისტორია და ორი ამერიკის ისტორია იყო,

კრიტერიუმი დაავადების შესაძლო შემთხვევის განმარტებად კვლავ რჩება აუცილებლად მოგზაურობის ისტორია და კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან. ყველა პაციენტი, ვინ ჩვენთან თავსდება მათი ღრმა გამოკითხვით, ანუ ეპიდემიოლოგიური გამოკითხვით, დგინდება, რომ ყველა პაციენტი იყო თვითიზოლაციაში," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები