19 აპრილი 2024,   15:49
ვრცლად
ვირუსის სიმპტომებით 5 სამხედრო ვაზიანის სამხედრო ბაზიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით 5 სამხედრო გადაიყვანეს.

ისინი სამსახურებრივ მოვალეობას მარნეულში ახორციელებდნენ. მათი ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება.

კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება მარნეულში ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა.

ასევე კრიტიკულია ახალშობილის ჯანმრთელობა. 9 დღის ჩვილიც მარნეულის კლასტერს მიეკუთვნება. ამ დროისთვის კლინიკაში სულ 12 ინფიცირებული პაციენტია.

დღის ამბები