18 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
სახელმწიფო ტესტების ფასის დადგენაზე მუშაობს - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კატასტროფის ცენტრი, რომელიც მოსახლეობას ტესტირებას 150 ლარად სთავაზობს, იმ 4 კომპანიაში შედის, რომელსაც რეგულირების სააგენტომ სანდოობა გამოუცხადა.

"სახელმწიფო ფასის დადგენაზე მუშაობს და საგანგებო რეჟიმში ჩვენ მალე დავადგენთ ამ ტესტების მოხმარების ფასს, რაც იქნება საბაზრო ღირებულება. რაც შეეხება ამ კომპანიას, როგორც წინა დღეებშიც მოგახსენეთ, რეგულირების სააგენტოს მხრიდან და ასევე იმ კომისიის მხრიდან, რომლის შემადგენლობაში შედიან ჩვენი ინფექციონისტები, სანდოობა გამოეცხადა მხოლოდ 4 კომპანიას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები