18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
მარნეულის მერის განცხადებით, მოსახლეობის თერმოსკრინინგი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, უკვე მეექვსე დღეა საქართველოს ორი მუნიციპალიტეტი - მარნეული და ბოლნისი კარანტინის რეჟიმში, იზოლაციაში განაგრძობს ცხოვრებას. გამკაცრებული კონტროლია მუნიციპალიტეტებში შემავალ გზებზე მოწყობილ გამშვებ პუნქტებზეც. რაც შეეხება თავად მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას,  მარნეულის მერის ზაურ დარგალის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან დარგალის თქმით, ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში სასურსათო მარაგების კუთხით პრობლემები არაა და საკარანტინო ზონაში პროდუქტი რეგულარულად შედის.

"სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი და ძალიან ეფექტური პროცესია ეს პროცესი. დღეის მდგომარეობით უკვე 4300 ადამიანია შემოწმებული, აქედან 6-ს ჰქონდა სიცხე და ერთი სხვა კლინიკური სიმპტომებით გადაყვანილია სასწრაფოში და მოხდება შემდგომი რიაგირება. საველე ჰოსპიტალში თვითდინებითაც მოდის მოსახლეობა, ჩვეულებრივად იღებენ ანალიზებს," - განაცხადა ზაურ დარგალმა.

მარნეულში პროდუქტის შეტანის პროცესს ესწრებოდა "საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის" თავმჯდომარე ივა ჭყონია. მისი თქმით,  საჭიროების შემთხვევაში ანალოგიური აქციები პერმანენტულად გაგრძელდება, რათა საკარანტინო ზონაში მყოფი მოსახლეობა პროდიქტით სრულყოფილად იქნეს მომარაგებული.

"ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამ რეგიონს უჭირს კარანტინის ზონაა გამოცხადებული თითოეულმა ასოციაციამ აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და გვერდით დაუდგეს, იმიტომ რომ რეალურად დღევანდელ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანების მხარდაჭერა კონკრეტულად პროდუქტით, იმიტომ რომ ყველაზე მეტად გაჭირვებაში არიან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები. ჩვენ მზად ვართ პერმანენტულად გავაგრძელოთ ანალოგიური აქციები თუ ამის საჭიროება იქნება," - განაცხადა ივა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, მარნეული და ბოლნისი მთავრობის გადაწყვეტილებით მკაცრი კარანტინის ზონად 22 მარტს გამოცხადდა.

დღის ამბები