20 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
დედამიწა ავადაა - ბავშვების თვალით დანახული კორონავირუსი

როგორია ბავშვების თვალით დანახული კორონავირუსი, რა იციან ამ ვირუსის შესახებ და როგორ რეკომენდაციებს იძლევიან თავისი ნახატებით. სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს ბუნების პედაგოგმა ამ თემაზე ნახატების შესრულება თხოვა, რათა გაეგო რა იცოდნენ ბავშვებმა კორონავირუსის და მისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ. ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრები თანაკლასელებსა და მასწავლებელს დისტანციურად გაუზიარეს.

ბავშვების ხედვით დედამიწა ახლა ავადაა და მკურნალობა სჭირდება. ბავშვები ვირუსისგან თავდასაცავად აუცილებელ წესებზეც საუბრობენ და ხელის ხშირი დაბანისა და დისტანციის დაცვაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ფსიქოლოგების რჩევით, მშობლებმა რთული სიტუაციის მიუხედავად ბავშვებს რეალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე შესაბამისი პასუხი ჰქონდეთ.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები