ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვამ განაცხადა, რომ პატრიარქი შეხვდა პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც სასულიერო პირებს მოუწოდა ტაძრები კი არ დაკეტონ, არამედ ლოცვა უფრო გააძლიერონ. მამა შალვა მიიჩნევს, რომ ზიარება "მაკურნებელია სულისა და ხორცისა" და არის რაღაცები, რაც რწმენის გარეშე არ აიხსნება.
"ეკლესიის მრევლი გვაკურთხა მისმა უწმინდესობამ, რომ ლოცვისგან თავი კი არ უნდა შევიკავოთ, პირიქით უნდა გავაძლიეროთ ლოცვა. ადამიანები, რომლებიც არიან რისკის ქვეშ, მათ მოუწოდა პატრიარქმა და ლოცვა-კურთხევა მისცა, რომ დარჩნენ სახლში, სასულიერო პირებს კი მოგვიწოდა პირდაპირ, რომ ტაძრები არ დაიკეტოს, პირიქით, რაც შეიძლება მეტად უნდა ვილოცოთ. ზიარება არის პირდაპირ მაკურნებელი სულისა და ხორცის ადამიანს, რომელსაც ამაში ეჭვი ეპარება, ადამიანს შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს, თავისი შეხედულება ჰქონდეს, ეს ექიმი იქნება, თუ პროფესიონალი, ვინც ინფექციებში გარკვეულია, მაგრამ არის რაღაცები, რასაც რწმენის გარეშე ვერ ახსნი, ფიზიკურად ვერ ახსნი ამას,"- განაცხადა მამა შალვამ