18 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს ვირუსით დასნებოვნების გამო დარჩეს სახლში - ილია მეორე წერილს ავრცელებს

საქათველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს მიმართავს, ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ ჩვენო სულიერო შვილებო და გთხოვოთ მიიღოთ შემდეგი რჩევა. ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: ადამიანებთან ურთერთობისას, მათ შორის ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას დაიცავით დადგენილი მანძილი, საღმრთო ლიტურგიის და სხვა საზოგადო მსახურებათა შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში შეზღუდული რაოდენობით მრევლიც. საერთოდ რეკომენდირებულია მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმინდა მსახურებაში, მცირე ზომის ტაძრებში დასაშვბებია ასევე წირვა ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ - დროებით მოწყობილ ტრაპეზზე. სასულიერო პირთა და ტაძრის მსახურებს კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით მიეცემათ დამატებითი რჩევები", - აღნიშნულია წერილში.

ილია მეორე ასევე წერს, რომ მორმწუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვების გამო - დარჩნენ სახლში, სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მათ თავიანთი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

დღის ამბები