იმერეთში მეხუთე საკარანტინე სივრცე მოეწყობა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მეხუთე სივრცე წყალტუბოში, სასტურმო "პრომეთეში" მოეწყობა, სადაც დღეს 52 მოქალაქეს შეიყვანენ.
ამ დროისთვის იმერეთში კარანტინში სულ 288 პირია, თვითიზოლაციაში - 229. ნაწილმა კარანტინი და თვითიზოლაცია ვადის გასვლის გამო უკვე დატოვა.
დღეს ქუთაისის ლაბორატორიაში 15 პაციენტის ანალიზი შეამოწმეს და ყველა კვლევის შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა. ამ დროისთვის იმერეთის კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული რვა პაციენტია.