ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამოკითხვები მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება. ამ დრომდე გამოკითხულია 10 პირი, რომლებიც როგორც თავად ამბობენ, საქმის სამართლებრივ დეტალებს არ იცნობენ და ჯორბენაძესთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ გაზეთი "ასავალ-დავასალი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირ კავშირში არ არის.
"ნაციონალურ მოძრაობასთან საერთოდ კავშირში არ იმყოფება ეს გაზეთი და არც ვეცნობი ამ გაზეთს. ამიტომაც, თავს შევიკავებდი უფრო დეტალურად ამ განცხადებების ანალიზისგან. ღარიბაშვილი საუბრობდა, სისტემა რაზე არის წამსვლელი მათ შორის კონკრეტულად ამ ადამიანთან დაკავშირებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
გამოძიების კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს "ასავალ დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, მისი ინტერვიუ გარეჯის თემაზე ლაზარე ჯორბენაძესთან ადასტურებს, რომ ჯორბენაძეს არც კონკრეტული მტკიცებულება და არც არანაირი დოკუმენტი არ აქვს.
"ასავალ დასავალის" თითქმის ყველა ნომერში გვხვდება სტატიები ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, რომლებშიც, ავტორები და რესპონდენტები, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, დანაშაულის აღიარების მიუხედავად, მის გამართლებას ცდილობენ.