18 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
COVID 19-ით დაინფიცირებული ლომბარდის თანამშრომლის, თერჯოლელი პაციენტის დაავადების სავარაუდო წყაროდ ფული სახელდება

COVID 19-ით დაინფიცირებული ლომბარდის თანამშრომლის, თერჯოლელი პაციენტის, დაავადების სავარაუდო წყაროდ ფული სახელდება. ამის გამო დღეს დაავადებათა კონტროლი ხარაგაულის ბაზარში შევიდა. ინფიცირებულის მამამ  29 მარტს ხარაგაულში გასაყიდად წიწილები წაიყვანა, იქამდე, ვიდრე გაიგებდა, რომ მისი შვილი ვირუსით იყო დაავდებული. პაციენტის მშობელი თვითიზოლაციაშია, მას ვირუსის ნიშნები, ამ ეტაპზე, არ აქვს. 

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანსაცვის ცენტრის უფროსის, შმაგი ხიჯაკაძის განცხადებით, მამაკაცმა წიწილები ცხრა ოჯახს მიჰყიდა. 

ეპიდემიოლოგები ადგენენ კონტაქტებს, ეძებენ ყველა იმ პირს, რომლებსაც შესაძლოა შეხება ჰქონოდა ინფიცირებულის ოჯახის წევრთან.

თერჯოლის მკვიდრს, ახალგაზრდა მამაკაცს  კორონავირუსი 30 მარტს დაუდგინდა. ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში მაღალი ტემპერატურით და ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში, ლომბარდში მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თბილისში, კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით მივიდა, თუმცა კორონავირუსზე ანალიზი არ აუღეს და ვირუსი თერჯოლაში დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა. ამ დროისთვის, პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობა უტარდება.

დღის ამბები