26 აპრილი 2024,   07:02
ვრცლად
საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მორწმუნეებს მოუწოდა აღდგომის დღესასწულზე შინ ილოცონ

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მორწმუნეებს მოუწოდა, აღდგომის დღესასწაულზე შინ ილოცონ, შეასრულონ ხელისუფლების რეკომენდაციები პანდემიასთან დაკავშირებით და ყური არ უგდონ მათ, ვინც რწმენის სახელით დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ.

მორწმუნეებს შეეძლებათ ლოცვას მოუსმინონ ტელევიზიის საშუალებით, ხოლო სააღდგომო ცერემონიისა და საგალობელის შესრულება, ისე, რომ უფლის დიდებული აღდგომა ყველამ იზეიმოს, 26 მაისის ღამეს მოხდება.

სინოდი იმედოვნებს, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის საფრთხეები უკვე გადავლილი იქნება.

დღის ამბები