ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობას კიდევ 17 დაემატა. საქართველოში ამ დროისთვის COVID-19-ის 134 ფაქტი ფიქსირდება. ყველაზე ბოლოს ვირუსი 10 წლის მოზარდის მშობელს გამოუვლინდა, რომელიც გუშინ ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს. მარინა ეზუგბაიას ინფომრაციით, ახლადდაინფიცირებულების მდგომარეობა მძიმე არაა. ლუგარის ლაბორატორიიდან კლინიკა დღეს დილით 7 ტესტის პასუხს ელოდება. ამჟამად თბილისის ინფექციურ კლინიკაში 39 პაციენტი რჩება. მათგან 5 მძიმეა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281.
კორონავირუსისგან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა.