18 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
სასწრაფო დახმარების 30 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია

სასწრაფო დახმარების 30 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. ეს მას შემდეგ გახდა აუცილებელი რაც COVID-19-ი სასწრაფო დახმარების ექიმს აღმოაჩნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

ექიმი კორონავირუსით მეუღლისგან დაინფიცირდა, რომელიც ეროვნულ ბანკში მუშაობს.

ფაქტის შესახებ განცხადება დღეს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტში გაკეთდა. სამსახურის უფროსის ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებული ექიმი ბოლოს 31 მარტს მორიგეობდა და მას შემდეგ რაც გუშინ ვირუსი დაუდასტურდა, ყველა ვისთანაც მას შეხება ჰქონდა გადავიდა თვითიზოლაციის რეჟიმში. რეკომენდაცია თვითიზოლაციასთან დაკავშირებით მიეცა იმ 11 ოჯახსაც რომელთანაც ექიმი მორიგეობისას იმყოფებოდა.

დღის ამბები