შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრის, რომელსაც COVID 19-ის დიაგნოზი სომხეთში დაუდგინდა, კონტაქტები უკვე შესწავლილია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები კონტაქტში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან.
მისივე თქმით, შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის უტარდება იმ პაციენტებსაც, რომლებიც მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან. გიგი ხოჯევანიშვილი პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, დამატებით ციფრებსა და დეტალებზე არც მეჯვრისხევის და არც სამხედრო ჰოსპიტალის ნაწილში, არ საუბრობს.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, რეგიონში საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა.