06 სექტემბერი 2026,   17:16
ვრცლად
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერი ორსული ქალი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სპორტსმენის კლასტერი ორსული ქალი შეიყვანეს. პაციენტი ანაკლიის საკარანტინო ზონიდანაა შეყვანილი და მას ცხელება და ხველა აღენიშნება.

ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე მას კვლევები უტარდება. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ოთხი პაციენტი იმყოფება. მათ შორის არის კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი, ოკუპირებული გალის რაიონიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან.

დღის ამბები