08 სექტემბერი 2026,   16:22
ვრცლად
რომელ კლასტერებს მიეკუთვნება კორონავირუსის ახალი შემთხვევები თბილისში - დაიფიცირებულთა შორის ოჯახის წევრები არიან

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის 208 დადასტურებული ფაქტია. ახლად დაინფიცირებულებიდან 2 პაციენტი ვირუსის გავრცელების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებზეც სავარაუდოდ ინფექცია ეროვნული ბანკი საცავის თანამშრომლებისგან გავრცელდა. ორივე პირი 70 წელს გადაცილებულია, მათგან ერთის მდგომარეობა არის მძიმე. ასევე ახლად დაინფიცირებულ პაციენტებს შორის არის არასრულწლოვანიც. 14 წლის მოზარდი თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. COVID-19 აქვთ მის მშობლებსაც.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილს განცხადებით, კლინიკის ბოქსირებულ  სექტორში მკურნალობს 46 პაციენტი, კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით არის 13 პირი. აქედან 18 წლამდე ასაკის პაციენტია 6. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი შემთხვევა რჩება საყურადღებო. მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევებიდან რამდენიმე  შიდა გავრცელებაა, თუმცა დაინფიცირების წყარო ცნობილია.

საქართველოში კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის სულ 4682 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 375.

დღის ამბები