ციხეების დახურვის შესახებ ინფორმაციას სახლახო დამცველს წინასწარ აწვდიდნენ, თუმცა ე.წ. მატროსოვის ციხის დახურვის შესახებ ინფორმაცია ომბუდსმენს არ ჰქონია.
როგორც ნინო ლომჯარიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროსთან ბოლო პერიოდში კომუნიუკაციის პრობლემა გაჩნდა.
"კარგი პრაქტიკა არსებობდა იმისა, რომ სახლხო დამცველსა და შესაბამის უწყებას შორის, არსებობდეს ჯანსაღი და პროდუქტიული კომუნიკაცია.
სავარაუდიდ, ალბათ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, გაპრობლემდა კომუნიკაცია. ზოგადად, ჩვენ გვაქვს პრობლემები კომუნიკაციის ბოლო პერიოდში. ოფიციალური ინფორმაციის მიღებაც ძალიან გვიჭირს და ეს აღნიშნული არის ჩვენ ბოლო ანგარიშში. თუ თანამშრომლობა და კომუნიკაცია არ გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში აისახება პატიმრების უფლებებზე. ჩვენ გვიყურებს ყველა პატიმარი, მათი ოჯახის წევრები, საზოგადოება. ამიტომ, ასეთი გაუგებრობები რომ იყოს აცილებული თავიდან. ახლა ნამდვილად არ არის, პირადი წყენების გამოვლენის და გამოხატვის დრო, როდესაც თითოეულ წუთს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, იგეგმებოდა ე.წ. მატროსოვის ციხის დახურვა და ეს ახალი ამბავი არ არის. ჩემი ინფორმაციით, პირობებს უკავშირდებოდა აღნიშნული გადაწყვეტილება," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ,