საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე კვლავ 50-ია.
ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, არ გაზრდილა გარდაცვლილთა მაჩვენებელი, COVID-19-ით ქვეყანაში 3 გარდაცვლილია.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4559, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 353 ადამიანი.