07 სექტემბერი 2026,   01:12
ვრცლად
კორონავირუსი ევროპაში - იტალიის პრემიერის განცხადებით, კარანტინის მკაცრი რეჟიმი თვის ბოლოს შემსუბუქდება

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 541-ით გაიზარდა. ქვეყანაში დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 3881-ს შეადგენს. სულ დაინფიცირებულია 113 ათასამდე ადამიანი.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით სიკვდილიანობის რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია: დაიღუპა 938 ადამიანი. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი კვლავ მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 246 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულების რაოდენობა ქვეყანაში 4 974-ით გაიზარდა.

მონაცემები მუდმივად იცვლება ესპანეთსა და იტალიაშიც. ესპანეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 150 000-ს მიაღწია, ლეტალურად დასრულდა 14 800 შემთხვევა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით კი, ქვეყენაში მოქმედი კარანტინის მკაცრი რეჟიმი თვის ბოლოს შემსუბუქდება. ბოლო 24 საათში ახალი შემთხვევების რიცხვმა მხოლოდ 1%-ით მოიმატა, როდესაც გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 7% იყო.

დღის ამბები