18 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთა კონტაქტების რიცხვი დიდია - ციხელაშვილი

სახელმწიფო მინისტრის შერიგების საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში COVID 19-ით ინფიცირებული 2 ადამიანია. მინისტრის თქმით, სხვადასხვა წყაროებისგან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ცნობილია, რომ მათთან კონტაქტში მყოფი პირების რიცხვი დიდია.

მინისტრის თქმით, რამდენიმე პირი კარანტინშია, ხოლო გაგრაში, კომენდანტის საათია გამოცხადებული. ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მონაცემები უტყუარი არ არის, რადგან მისი 100%-ით გადამოწმება ვერ ხერხდება.

როგორც მინისტრი ამბობს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული 80-მდე პირი იმყოფება. მათგან 1 არის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და მასთან კონტაქტში მყოფი პირები, რომლებიც არიან კარანტინში; ასევე, სხვა პირები, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში და სხვადასხვა სამედიცინო საჭიროების პირები.

ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული ადამიანების დროული დახმარება. მისი თქმით, ამ მიზანს ემსახურება რუხის კლინიკა, რომელიც რამდენიმე დღეში გახდება კოვიდპაციენტების მართვის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი რეგიონში.

დღის ამბები